|
2017-11-23 09:03:34, 2150 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნული უშიშროების საბჭო შეისწავლის და გაანალიზებს მომხდარ სპეცოპერაციას
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო შეისწავლის და გაანალიზებს მომხდარ სპეცოპერაციას. ამის შესახებ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მომხდარი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა: მოკლულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კიდევ ერთი ჯარისკაცი, არიან დაჭრილები და დაშავებულები; ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს, როგორც უსაფრთხოების სისტემის კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით,“ - ნათქვამია განცხადებაში. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. ამასთან მიღებული ჭრილობის შედეგად ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ერთი სპეცრაზმელიც გარდაიცვალა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)