|
2017-11-22 20:31:01, 2193 ნახვა
კომენტარი
გომელაური სპეცოპერაციაზე: მთავარი მიზანი ნაკლები დანაკარგი იყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების მთავარი მიზანი ნაკლები დანაკარგი იყო. როგორც გომელაურმა აღნიშნა, არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ. "გვინდოდა, რომ არავინ დაშავებულიყო, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები და ასევე ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანი ნაკლები დანაკარგი იყო. იყო საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომელი დაჯგუფების წევრები ან რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ შევხედავთ იმას თუ დღეს რა ხდებოდა, შეიძლება ვთქვათ, რომ მათ ერთგვარი ტერორისტული აქტი ჩაიდინეს", - განაცხადა გომელაურმა. სუს-ის ხელმძღვანელმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახსაც მიუსამძიმრა. "ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მებრძოლი. ასევე დაჭრილები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი უწყების თანამშრომლები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ამ ერთი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)