11:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 11:45:24, 1855 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავებულ სპეცრაზმელს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმის თანამშრომელს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებები არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 16 საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველებს და ეჭვმიტანილ პირებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმა. ამასთან, იმ კორპუსის მესამე და მეოთხე სართულზე, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნის წინ სპეცოპერაციის ადგილზე ჯავშანტექნიკაც შეიყვანეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics