|
2017-11-21 10:47:01, 1488 ნახვა
ეკონომიკა
„საბერძნეთის პეტროლიუმი“ „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს
“საბერძნეთის პეტროლიუმის” პრეზიდენტი და და აღმასრულებელი დირექტორი გრიგორის სტერგიოულისი და “საბერძნეთის პეტროლიუმის” შვილობილი კომპანიის “ეკოს” დირექტორთა საბჭოს ორ წევრთან ერთად საქართველოს ეწვია. “საბერძნეთის პეტროლიუმი” „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს და საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს განიხილავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს. მიხეილ ჯანელიძეს, პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. “საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ეკოს“ ახლადგახსნილ სადგურს ეწვია. შეგახსენებთ, რომ “ვისოლ ჯგუფმა“ საბერძნეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ჯგუფთან, „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. “ეკოს” პირველი ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში მდებარეობს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული. "ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს „საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სტუმრობს. „საბერძნეთის პეტროლიუმი“ არის არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული და ენერგეტიკული ჯგუფი. ჩვენ პაერტნიორობის გაღრმავების ვგეგმავთ და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში",-აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძე. „საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის გრიგორის სტერგიოულისის განცხადებით, მათ "ვისოლ ჯგუფის" სახით საუკეთესო პარტნიორი ჰყავთ. ამასთან, გრიგორის სტერგიოულისის თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ: "ეს კვირა ჩემთვის სიურპრიზებით არის სავსე. პირველი სიურპრიზი იყო, საქართველოს მეგობრული დამოკიდებულება. თავს ვგრძნობ ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში და სახლში. მეორე სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" სახით და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, მესამე დიდი სიურპრიზი - ქვეყანა არის შესაძლებლობებით სავსე. მე დავავალებ ჩვენს ჯგუფს საბერძნეთში, გადახედონ სამომავლო გეგმებს და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მოხდეს, რის შედეგადაც ამ ქვეყნის მოსახლეობას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, "ჰელენიკ პეტროლიუმი" არის ყველაზე დიდი ენერგეტიკული და ინდუსტრიული ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს გააჩნია ძალიან დინამიური ბაზარი, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება",-განაცხადა საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გრიგორის სტერგიოულისმა. "ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ბიზნესსაც ავითარებს. "ვისოლ ჯგუფი" ასევე ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა. (R)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)