|
2017-11-18 14:53:05, 2252 ნახვა
კომენტარი
იან კელი: აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. როგორც კელიმ აღნიშნა, ვაშინგტონის პოზიცია ნატო-ს გენერალური მდივნის აზრს, ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, სრულად იზიარებს. "ჩვენ თანმიმდევრულად, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული, მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატოში. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა ეს განაცხადა აგვისტოში, საქართველოში ვიზიტის დროს. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, სანამ იგი არ გახდება ნატოს წევრი თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ამისათვის საჭიროა ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი", - განაცხადა იან კელიმ. ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და საქართველოს აქვს ყველა შანსი მისი წევრი გახდეს. მანვე განმარტა, რომ საქართველო და უკრაინა რეფორმების განხორციელებაშია კონცენტრირებული და ნატო ორივე ქვეყანას ეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)