|
2017-11-18 13:53:32, 2550 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდნენ
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და მზად არის ახალი წევრები მიიღოს, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს. "ნატოს კარი ღიაა და ამის ყველაზე კარგი მაგალითია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების რაოდენობა 2-ჯერ არის გაზრდილი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეთ, საჭიროა ორგანიზაციის ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოთ. საქართველო და უკრაინა ამ ეტაპზე რეფორმების ჩატარებაზე არიან კონცენტრირებული, კერძოდ კი, ავითარებენ თავდაცვის ინსტიტუტებს, ებრძვიან კორუფცია და დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებენ", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ და უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეძლონ. მისივე თქმით, არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება ამ პროცესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერიოს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ზაფხულში მონტენეგრო ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა გახდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)