|
2017-11-17 19:34:07, 3172 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე: აზრთა სხვადასხვაობა არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ ყოფილა
„აზრთა სხვადასხვაობა არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ ყოფილა“,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "ჩვენ ერთიანად მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭირეთ კახა კალაძის წარმოდგენილ გუნდს, რომლებიც იყვნენ და არიან პროფესიონალები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი იქნებიან წარმატებულები უკვე ამ თანამდებობებზე",- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ და დასძინა, რომ ერთი გუნდი და ერთიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ ფუნქციებს ვერ განახორციელებენ. "საკრებულოს და მერიას ჩვენ ჩვენი უფლებამოსილებები გვაქვს და ამის ფარგლებში ვიმუშავებთ",- განმარტა გიორგი ტყემალაძემ. დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა- თბილისის მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების თავმჯდომარეები და გამგებლები დაამტკიცა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)