|
2017-11-17 16:12:52, 2146 ნახვა
პოლიტიკა
ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში, საქართველოს, რუსეთის და შვეიცარიის წარმომადგენლების შეხვედრა ჩატარდება
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 16 ნოემბერს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. პრაღის ფორმატით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე, რის შედეგადაც ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში ხელყოფა. ეს სერიოზულ გამოწვევებს უქმნის საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს. პრაღის შეხვედრის დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ 2017 წლის მონაცემებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა აღინიშნება. ასეთივე ვითარებაა საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მხრივ. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის მილიონს გადააჭარბებს. საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების პრობლემატიკას. განიხილეს შესაძლებლობა, ნოემბრის ბოლოს, შვეიცარიაში, ჩატარდეს საქართველოს, რუსეთის და შვეიცარიის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც შეთანხმდება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული დეტალები და, სავარაუდოდ, ხელი მოეწერება შესაბამის კონტრაქტებს შვეიცარულ კომპანია SGS-თან. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების დაწყება. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)