|
2017-11-17 14:12:18, 1825 ნახვა
კომენტარი
სუს-ი: ჭვრინისი-კოდის მონაკვეთზე უკანონო ბარიერების აღმართვა რუსეთის მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მორიგი ფაქტია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ჭვრინისი-კოდის მონაკვეთზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტია. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტი გასულ თვეში დაფიქსირდა. "ჩვენი შეფასებით ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტი, რომელიც თავისმხრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამარტო ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა ასევე გაზიარებულ იქნა ეუთოს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)