|
2017-11-17 11:18:26, 1886 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი ლარზე: პროგნოზს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი
„პროგნოზს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ლარის კურსის ანალიზი ყოველდღიურად კეთდება და ბაზრზე ფორვორდული გარიგებები იკვეთება. „პროგნოზს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. რასაც ვუყურებთ ბევრი ფორვორდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. რასაც ჩვენ ვუყურებთ გამყიდველების მიმართულებით, გარკვეული ინვესტორების აქტიურობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველანაირი პროგნოზის განხრით თავს შევიკავებ. გუშინ დილით ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, დოლარი 2.70 ლარი ღირს, ევრო - 3.18.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)