22:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 17:13:07, 2123 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციასთან შეხვედრისთვის მზადაა

თბილისის მერი კახა კალაძე მზად არის ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფს შეხვდეს და საქმეებზე ესაუბროს.

როგორც კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მას ოპოზიციასთან შეხვედრა დაგეგმილი აქვს.

„წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოვთქვი მზაობა და დღესაც მინდა განვაცხადო, რომ ჩემს გუნდს, პირადად მე დაგეგმილი გვაქვს ოპოზიციასთან შეხვედრა და მათთვის ჩვენი ხედვების, კონკრეტული პროექტების, გეგმების გაზიარება. საგულისხმოა, რომ დღეს საკრებულოს ოპოზიციამაც გამოთქვა შეხვედრის სურვილი.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფთან ვისაუბროთ საქმეებზე, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის და არა გამოგონილ პრობლემებზე. ჩვენი პოზიციაა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შეიძლება შედგეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც თბილისისთვის საქმის კეთება სურს“, - აღნიშნულია  ახლადარჩეული მერის განცხადებაში, რომელსაც მერია ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics