|
2017-11-16 13:46:07, 2071 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ნუგზარ ჭონქაძე წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, არის ჩოხოსანი, კარგი თამადა
თბილისის მერი კახი კალაძე, მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. კალაძე ამბობს, რომ ჭონქაძეს უსაფრთხოების სფეროში წლების გამოცდილება აქვს: „ნუგზარ ჭონქაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო, ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია უსაფრთხოების სამსახური, დარწმუნებული ვარ, რომ ის გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წლების განმავლობაში მუშაობდა საფინანსო პოლიციაში, წლების განმავლობაში იყო პროგრესბანკის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, სხვა რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა“,-განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, ნუგზარ ჭონქაძის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნა თბილისის საკრებულოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააპროტესტა. მათი თქმით, ნუგზარ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)