|
2017-11-15 18:57:21, 2029 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ეხმაურება. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეზოლუციის მიღებას სამი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივმა წერილმა ხელი შეუწყო, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპარლამენტს მოუწოდეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის წინ, მხარდამჭერი რეზოლუცია მიეღო. „აღმოსავლეთ პარტნიორობის წინ ევროპარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. ამ რეზოლუციის მიღებას ხელი შეუწყო სამი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, რომელიც სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად ერთობლივად შემუშავდა. რეზოლუციაში მოცემულია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, ასევე, ნათლად არის გამოკვეთილი ევროპარლამენტის ნება, რომ გაიზარდოს საქართველოს მხარდაჭერა და დაფინანსება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის განხორციელებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, ასევე, ჩვენს კოლეგებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ამ შედეგის მიღწევისთვის ძალიან დიდი შრომა გასწიეს",- განაცხადა ჩუგოშვილმა. სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით მომზადდა და მას ხელს ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი აწერენ.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)