|
2017-11-15 13:17:40, 1938 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: უაზროა წუხილი, რომ უწყებების გაერთიანებით შესაძლოა, რომელიმეს რაიმე დააკლდეს
სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, ამ ეტაპზე უჭირს საუბარი, თუ რა რაოდენობის ადმინისტრაციული ხარჯები შეიკვეცება და ვის შეეხება ოპტიმიზაცია. მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანი, მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაა: „მას შემდეგ, რაც ჩვენი უფლებამოსილებები იქნება პარლამენტის მიერ ცნობილი, დავიწყებთ რეორგანიზაციას, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ ვერც თანხების ოპტიმიზაციის შესახებ, ვერც იმის შესახებ, ვინ იქნება, ვინ დარჩება. მმართველობითი რეფორმა, რომელზეც გვქონდა აქცენტი, გულისხმობს მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას, ეს არის უმთავრესი ამოცანა, როდესაც საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე. გაერთიანებული მენეჯმენტის პირობებში იქნება ყველა იმ სტრუქტურის გაძლიერება, რომელიც მოქცეულია ამ ორ სამინისტროში. აბსოლუტურად უაზროა ის წუხილი, რომ ამ გაერთიანებით შესაძლოა რომელიმეს რამე დააკლდეს, პირიქით. ძლიერი სამინისტროს პირობებში, ის ფუნქციები, რომელიც ცალ-ცალკე ჰქონდა სამინისტროებს, უფრო ეფექტიანად შესრულდება", - განაცხადა დავითაშვილმა. შეგახსენებთ, ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)