|
2017-11-15 12:39:31, 1883 ნახვა
კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: შტატის შემცირება მხოლოდ სპორტის სამინისტროს არ შეეხება
კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ნაწილში ოპტიმიზაცია გარდაუვალია. ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, შტატის შემცირება მხოლოდ სპორტის სამინისტროს არ შეეხება: „მე სულაც არ ვგულისხმობ შტატის შემცირებაში მხოლოდ სპორტის სამინისტროს, ჩვენ თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ ამას, ორივე საშტატო განრიგი თავიდან იქნება გადახედილი.140 თანამშრომელი გვყავს ჩვენ და 106, ან 116-სპორტის სამინისტროს“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ. რა ხარჯები დაიზოგება ცვლილებების თანახმად, აღნიშნულის თაობაზე, სავარაუდოდ, მთავრობის მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)