|
2017-11-14 12:37:35, 1895 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: მთავარ შეცდომად მივიჩნევ იმას, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება უფრო თამამად შეიძლებოდა
განათლების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, თანამდებობაზე ყოფნის დროს მას უფრო თამამად უნდა ემოქმედა. რაც შეეხება მის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ჯეჯელავას განმარტებით, ეს გუნდის მიერ მიღებული ერთობლიბი გადაწყვეტილება იყო. ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. "ჩემი ჩანაცვლება გუნდში პრემიერის, ჩემი და ჩემი კოლეგების ერთობლივმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის. ჩემს მთავარ შეცდომად მივიჩნევ იმას, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება უფრო სწრაფად და თამამად შეიძლებოდა, ვიდრე გრძელვადიან პერიოდში”, – განაცხადა ჯეჯელავამ. ყოფილი ვიცე-პრემიერი ასევე ახალი მინისტრის გამოწვევებსაც გაუსვა ხაზი. “ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი განათლების სისტემა ძალიან შორს არის იმ სტანდარტებთა, რაც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მინისტრი შეძლებს ყველაფრს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველა მიმართულებით. ღრმა რწმენა მაქვს, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება. ძალიან დადებითი განწყობა მაქვს ახალი მინისტრის მიმართ და მისი მომავალი საქმიანობის მიმართ. ვაპირებ, რომ გვერდში დავუდგე და დავეხმარო”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა განათლები მინისტრის პოსტზე თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა. ცნობისთვის, ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)