01:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 09:39:08, 413 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: პრობლემების სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ

„პრობლემების სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კითხვაზე, წარმოადგენენ თუ არა ეკონომიკური გუნდის მინისტრები პრობლემების სათავეს, პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრები ამ პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების ძიებას ახერხებენ.

"სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ, სათავეს წარმოადგენს ის პრობლემები, რომელშიც უხდება ქვეყას ყოფნა. მინისტრები არიან იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოაგვარონ, საუკეთესო გზები ნახონ შესაძლებლობიდან გამომდინარე. მგონია, რომ სწორედ ამ საუკეთესო გზების ძიებას ახერხებს მთავრობა, გუნდი და ეს ძიება გაგრძელდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინს, რომ სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდშიც განხორციელდებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან კოალიციის დაშლის მოლოდინიც იყო.

"მოლოდინი შეიძლება ბევრნაირი იყო. მოლოდინი ისეთიც იყო, რომ ჩვენ საერთოდ სახლებში წავალთ ხვალ. ჩვენი ოპონენტები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოვედით ხელისუფლებაში, იმაზეც ნერვიულობენ, რომ საერთოდ ვართ ხელისუფლებაში, იმაზეც ნერვიულობენ, რომ სწორედ ამ ცვლილებებით გამოეცალა საფუძველი მათ კრიტიკას უცხოეთში, რაზეც მათ წლები და უზარმაზარი ენერგია დახარჯეს იმის დასამტკიცებლად, თითქოსდა საქართველო სადღაც სხვაგან მიდის. ეს განსაკუთრებით გააქტიურდა "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში წასვლის შემდეგ. ახლა მთელი ეს აშენებული ხუხულა დაენგრათ. ნერვიულობენ და თვლიან, რომ ეს ცვლილებები არ არის სწორი, ადეკვატური, რადგან თავად მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავაგრძელოთ აღებული კურსი დემოკრატიზაციის, ქვეყნის წინსვლის, მათ შორის ეკონომიკური საკითხების მოგვარების, ბიზნესის განვითარების, იმ კრიზისთან გამკლავებით, რაც რეგიონშია სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics