|
2017-11-13 09:46:30, 1867 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: ახალ მერს ვუსურვებ, ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი განახორციელოს
თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ ახლადარჩეულ მერს კახა კალაძეს წარმატებები უსურვა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, კალაძეს თავის პროგრამაში ყველაფერი სათანადოდ აქვს წარმოდგენილი. "დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და გადაიბარა თბილისის მერია. მინდა წარმატებები ვუსურვო და ასევე ვუსურვებ, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი და პროგრამა განახორციელოს, რაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. ეს 3 წელი და 3 თვე ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით. ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობით და ძალისხმევით დაძლეულია. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღემდე რჩება გამოწვევად. ახალ მერს თავის პროგრამაში ყველაფერი სათანადოდ აქვს წარმოდგენილი",- განაცხადა ყოფილმა მერმა. ამასთან, ნარმანიამ იმ თანამშრომლებსაც უსურვა წარმატება ვინც მერიაში საქმიანობას გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)