|
2017-11-13 09:01:48, 2587 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეიდან, მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა, სადაც უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის თანამშრომლებთან ერთად, იმ პრობლემების დაძლევას შეძლებს, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენია სამუშაო და შესაბამისად, გუნდთან ერთად, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე მერიის თანამშრომლებს გაესაუბრა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. დედაქალაქის ყოფილმა მერმა კი, კახა კალაძეს ქალაქის განვითარებისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელება უსურვა. დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ ახალი მერი პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს სათანადოდ გააკეთებს. „დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და თბილისის მერია გადაიბარა. მინდა მას წარმატებები ვუსურვო და ის, რომ ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო პროექტი განახორციელოს, რაც პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)