01:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 15:08:26, 633 ნახვა

პოლიტიკა
დაღუპული პოლიციელის ოჯახებისთვის კომპენსაციის გადაცემაზე მთავრობის პროექტი პარლამენტშია ინიცირებული

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის  სახელმწიფო კომპენსაციის გადაცემის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტები პარლამენტშია უკვე ინიცირებული.
ცვლილება „სახელმწიფო კომპენსაცისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონებში შედის.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1991 წლიდან) სამსახურეობრივი მოვალეობათა შესრულების დროს გმირულად დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახებს ყოველთვიურად  1 000 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაუწესდება.  იმ შემთხვევაში თუ, 1 ოჯახიდან ორი ან მეტი  პოლიციელი დაიღუპება, ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ–ცალკე მიიღებენ.
ამავე ოჯახის წევრებს, ამ კომპენსაციის პარალელურად შეუძლიათ მიიღონ ასევე სოციალური პენსია.
ამასთან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპული პოლიციელის ოჯახებს სახელწმიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით გადაეცემათ.  
გარდა ამისა,  2015 წლის 1 მაისამდე ზედმეტად ( არასწორად) დარიცხული თანხების ვალდებულებისგან 45 პირი გათვისუფლდება და ლეალიზაციას დაახლოებით 432 450 ლარი დაექვემდებარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics