|
2017-11-10 17:23:45, 2150 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მოსახლეობის საკეთილდღეოდ ბევრი რამ კეთდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება. „დღეს ჩამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს ბორჯომის მუნიცილაპიტეტის მერის პოსტზე ლევან ლიპარტიას. მისი არჩევით ის უამრავი პროექტიუნდა გაგრძელდეს, რომელიც ბორჯომში ხორციელდება. ზოგადად, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაგაუმჯობესდეს. „ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული და უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრების პირობები. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანაგუნდელს, ლევან ლიპარტიას ამ საპატიო პოსტისთვის ბრძოლაში, ვუსურვო მას გამარჯვება და წარმატება. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბორჯომელ ამომრჩეველზეადამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მიერ აღებულ პოლიტიკურ კურსს და მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ბორჯომის მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)