|
2017-11-09 13:59:10, 2169 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველის კანდიდატურები უახლოეს მომავალში დასახელდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით, წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიმართა და კანდიდატურების დასახელება უახლოეს მომავალში მოხდება. „ ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ის კრიტერიუმებიც დაასახელა, რომელსაც შერჩევის პროცესი დაეფუძნება. „ეს არის მიუკერძოებლობა, მათ შორის - პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნის შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს ის კრიტერიუმებია რომელსაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი და შესაბამისი კანდიდატი ამ ყველაფრის საფუძველზე შეირჩევა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)