17:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 11:46:14, 2218 ნახვა

მსოფლიო
ნატოში კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე ცენტრი შეიქმნება

ნატო ახალ სტრუქტურას ქმნის, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით იმუშავებს, - ამის შესახებ The Hill იუწყება.  

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ახალი სტრუქტურა ალიანსის კიბერუსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს. 

„დღეს მინისტრები შეთანხმდნენ ახალი ცენტრის შექმნაზე. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კიბერუსაფრთხოებას და დაგვეხმარება, რომ ყველა მიმართულებით ნატოს სხვადასხვა ოპერაციებში ჩავრთოთ კიბერკომპონენტები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, მედია საშუალების ინფორმაციით, ევროპაში ნატოს ოპერაციების დაგეგმვის და მართვის 2 ახალი ცენტრიც შეიქმნება. ერთი მათგანი ევროპის კონტინენტზე ჯარის და შეიარაღების გადანაწილებაზე იქნება პასუხისმგებელი, მეორე კი ატლანტის ოკეანეში სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციებზე.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია სად განთავსდება ახალი ცენტრები და დამატებით რამდენიმე პერსონალი დასჭირდება ნატოს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics