|
2017-11-08 16:00:26, 2087 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: საპენსიო რეფორმა მოქალაქეების წინააღმდეგ ბანკებისა და მთავრობის შეთქმულებაა
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმა მოქალაქეების წინააღმდეგ ბანკებისა და მთავრობის შეთქმულებაა. როგორც ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საპენსიო რეფორმის მიზანი მოქალქეების ფულით ხელისუფლებისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფაა. "მთავრობა და ბანკები მსხილი ბიზნესისა და ჯიბის ექსპერტების დახმარებით უსინდისოთ სარგებლობენ მოქალაქეების გაუთვიცნობიერებული და მათზე ზრუნვით საფარქვეშ ცდილობენ საკუთარი ინტერესებისთვის მრავალმილიარდიანი რესურსის ხელში ჩაგდებას. თქვენი ჯიბეებიდან უნდათ ცოტ-ცოტა ფულის ამოღება, ერთ ყულაბაში შეგროვება და შემდეგ დიდი ფულის კეთება წლების განმავლობაში. თქვენს შვილებს კი, მრავალი წელი მოუწევთ ვალების გასტუმრება გადახდილი გადასახადებით", - განაცხადა ჯაფარიძემ. ამასთან, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პენსიის მიღების ან ფულის დაბრუნების გარანტიები არ არსებობს. "ამის შესახებ ნიბისმიერ შეუძლია ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც ამ კანონში წერია. ნუ მოატყებინებთ თავს ხელისუფლებას და კომერციულ ბანკებს. დაიცავით თქვენი ფული, თქვენი საკუთრება საპენსიო დაგროვებითი სისტემისგან", - დასძინა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ "დაგროვებითი პენსიის" შესახებ მთავრობის ეკონომიკრუმა გუნდმა 31 ოქტომბერს ისაუბრა. რეფორმა დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების შემოსავალს შეეხება, რომელთა ნაწილი ვალდებული იქნება, გარკვეული თანხა საპენსიო ფონდში გადარიცხოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)