|
2017-11-07 16:24:56, 2023 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: გოგა ონიანის დაპატიმრება ავადმყოფური საქციელია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ონიანის დაკავებას ეხმაურება. სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ონიანის პროფესიულ საქმიანობაზე და მის დაკავებას „ავადმყოფურ საქციელს“ უწოდებს. „დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. ეს იმდენად სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. გოგას კრიმინალად გამოცხადება, მართლა ძალიან მაგარი ადვოკატია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა. ავადმყოფი ადამიანის ტვინში რაც დაიბადება, ჩემს ტვინში ეს აზრადაც არ მომივა. საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, თუმცა არაუშავს ყველაფერი დროებითია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. ცნობისთვის, გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. იგი სამართალდამცველებმა დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)