|
2017-11-07 16:22:39, 1965 ნახვა
კომენტარი
ალიბეგაშვილი: ენის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნაზე პრემიერის გადაწყვეტილება ჩემთვის ღირსეულია
თბილისის საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმება ენის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის გადაწყვეტილებას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. კითხვაზე ახალ თანამდებობაზე გადასვლის გამო გული ხომ არ სწყდება, ალიბეგაშვილმა უპასუხა, რომ როდესაც ადამიანი სახელმწიფო სამსახურშია, მას პოზიციის გამოცვლა ყოველთვის უწევს. „ვფიქრობ, ეს არის ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება ჩემთვის პრემიერის მხრიდან. რაც მთავარია, მე მივესალმები გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნას ჩვენი მშობლიური ენის სახელმწიფო დეპარტამენტი“,-აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა და დასძინა, რომ ამ დეპარტამენტის შექმნის აუცილებლობა იყო. „ როგორც ვუყურებ ჩვენი მოქალაქეების მეტყველებას, სტილს, მანერას, შეცდომებს, ბუნებრივია ეს აუცილებელი იყო. ქართველი ერი უნიკალურია, მან შექმნა კაცობრიობის დამწერლობის სამი ფორმა და თავისი საკუთარი ენა, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი ალიბეგაშვილი ქართული ენის სახელმწიფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)