|
2017-11-04 10:55:40, 1716 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით 3,5 მილიარდ ლარამდე იზრდება
2018 წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 112.2 მლნ ლარით და შეადგენს 3 528.0 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.4%, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილით დაფინანსდება სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პროგრამები, რაც 2 465.9 მლნ ლარს შეადგენს. „თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება 55 მლნ ლარის ოდენობით. აგრეთვე იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაც, მათ შორის, გამოყოფილი ფინანსების დიდი ნაწილი გამოიყოფა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის, რაც704.0 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, დაფინანსდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა იმუნიზაცია, C ჰეპატიტის მართვის პროგრამა, ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, სოფლის ექიმი, რეფერალური მომსახურება და სხვ. გარდა ამისა, 2017 წელს დაიწყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, 2018 წელს გათვალისწინებულია 10.0 მლნ ლარი, 4 ძირითადი ჯგუფისათვის (გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა, დიაბეტის სამკურნალო და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა)“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)