|
2017-11-03 17:36:53, 1840 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2017 წელს 16 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა ბიუჯეტიდან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. „მომავალ წელს ბიუჯეტში ჩადებულია 14 მლნ ლარი, თუმცა ვმუშაობთ როგორც შესაბამის კომიტეტთან, ისე სამინისტრისთან, რათა დამატებით მოვიძიოთ თანხები. 2017 წელს ავიაციის მეშვეობით 110 ათას ჰექტრამდე ფართობი და საკარმიდამო ნაკვეთი დამუშავდა. მომავალ წელს გაგრძელდება მუშაობა, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდისთვის. ჩვენ ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან და საგრანტო კომპონენტის მიღების დიდი იმედი გვაქვს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)