|
2017-11-01 15:06:53, 1919 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონია
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი 2014 წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონია. ამის შესახებ პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი, რაზეც მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა, მათ უნდა დაუსვან, ვინც ყოფილი პრემიერის გავლენის ქვეშაა. ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ ჰქონია. "მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ივანიშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ჩვენ არ გვილაპარაკია 2014 წლის იანვრიდან. ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი პოლიტიკური ფასეულობებიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ჩემს გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილს გავლენა არასდროს ჰქონია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)