17:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 18:04:18, 2677 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე "კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგები" სიტყვით გამოვიდა

“ჩვენ, პრაქტიკულად, მოვახერხეთ საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც თან ახლავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, საქართველომ ეს 2008 წელს და შემდგომაც სამწუხაროდ,  არაერთხელ განიცადა",-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ უკრაინაში, „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები“-ს სადისკუსიო პანელის დასასრულს განაცხადა. 

სახელმწიფო მინისტრი  სესიაზე  „კიბერ და საინფორმაციო ომი-კონფლიქტთან გამკლავების ახალი გზები-კიბერ და საინფორმაციო საშუალებები“(Dealing with Conflict by Other Means — From Cyber to Information Warfare) სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, რომ ამგვარმა პროპაგანდამ არასოდეს იმუშაოს. 

"ის თანამშრომლობა ნატოსთან და ევროკავშირთან, ის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, რომელსაც აწარმოებს ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა გადავიდეთ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე, განათლება არის სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი იმისა, რომ ამგვარმა პროპაგანდამ მომავალში აღარასოდეს იმუშაოს",-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. 

დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებზე, არატრადიციული საფრთხეების იდენტიფიცერიბის მნიშვნელობასა და ბრძოლის საშუალებებზე  იმსჯელეს. 

საერთაშორისო კონფერენცია „კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგები“ 26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის(The German Marshall Fund of the United States) ორგანიზებით გაიმართა. 
სამუშაო სესიები ჩეთემ ჰაუსის(Chatham House) წესებით ჩატარდა. 
აღსანიშნავია, რომ „კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგების“ მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების, ასევე, ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი პოლიტილოგებისა და ანალიტიკოსების  მონაწილეობით ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა და მსჯელობა ყველაზე მწვავე უსაფრთხოების გამოწვევებზე. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics