17:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 14:27:34, 2327 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა ნუცუბიძის ქუჩაზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში იბარებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, შს მინისტრი ვალდებულია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხები წარმოადგინოს.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი მღებრიშვილი მას შემდეგ  რაც არის მინისტრი არასდროს არ ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში, ძალიან ბევრ უმწვავეს საკითხზე პასუხების გასაცემად. მას რა თქმა უნდა თუ აქვს სიმართლე, არგუმენტები, მან ეს უნდა წარმოადგინოს. ეს მისი ვალდებულებაცაა“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცი ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სსკ-ის 116-ე მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) მთავარი პროკურატურა აწარმოებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics