|
2017-10-27 13:47:08, 2198 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოსგან სამაგიდო სიების გადაცემას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამაგიდო სიების გადმოცემას თხოვს, მიზეზად კი იმ ინფორმაციას ასახელებს, რომლის თანახმადაც „ბევრ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს პირები საარჩევნო უბნებზე იყვნენ“. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ზემოთ ხსენებული შემთხვევის კონკრეტული მაგალითი - ცაგერის რაიონის 21-ე სარჩევნო უბანი. აქ ოქმი ამბობს, რომ საარჩევნო სიაში 33 ადამიანია, მონაწილეობა კი 31-მა მიიღო. თუმცა, ჩვენ გვაქვს 10 ადამიანის სახელი, გვარი და ტელეფონი, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათი ნაწილი ან საქართველოში არ იმყოფება, ან შეუძლოდაა. მაგალითად - ძმები თავზიანიძეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში არიან წლებია; ეკა უგრეხელიძე, რომელიც თურქეთშია; ქეთევან უგრეხელიძე, რომელიც ქუთისშია და მწოლიარე ავადმყოფია, ნარგიზი კუხალაშვილი ხონში ცხოვრობს და მწოლიარე ავადმყოფია და ა.შ. ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითი კი არჩევნების გაყალბების ილუსტრაცია“, - განაცხადა ხაებიშვილმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)