12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 11:36:24, 741 ნახვა

რეგიონი
ესტონური ტელეკომპანია “ Canal 2” აჭარას გადაცემათა ციკლს უძღვნის

აჭარის შესახებ ესტონეთში წამყვან ტელეარხზე „ Canal 2” თემატური რეპორტაჟები გადის.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაცემა „Reporter”, რომელიც ესტონეთში ყოველდღიურად, საღამოს 7 საათზე გადაიცემა რეგიონის თითოეულ ტურისტულ პროდუქტს ვრცელ მასალას უძღვნის.

მათივე ცნობით,  გადაცემის სპეციალურ სამოგზაურო ბლოგში უკვე გავიდა რეპორტაჟები დელფინარიუმის, ღვინის ტურიზმისა და ბათუმის შესახებ.

ნოემბრის პირველ კვირამდე კი ტელეარხი დამატებით  7 რეპორტაჟის გაშვებას გეგმავს, რომლებიც თემატურად მთიან აჭარას, კულინარიას, ფოლკლორსა და ზოგადად, აჭარაში მოგზაურობას დაეთმობა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით  სტუმრობდნენ. დეპარტამენტმა  რეგიონის პოპულარიზაცია ესტონეთში წელს დაიწყო, რაც გარე რეკლამას, ონლაინ რეკლამასა და პრეს-ინფოტურების ორგანიზებას ითვალისწინებდა.

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics