|
2017-10-26 13:57:05, 2241 ნახვა
პოლიტიკა
მოგერინი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს: ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ერთვ თვეში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, ვიდეო მიმართვას ავრცელებს. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სამიტი 1 თვეში გაიმართება, "შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე დღეს იწყება". მოგერინის შეფასებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა არის პარტნიორობა თანამშრომლობისთვის და არა მის წინააღმდეგ“. „ეს არის პარტნიორობა ეკონომიკისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, მაგრამ, პირველ რიგში, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველა ეს საკითხი იქნება განხილული ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანი რთულ პირობებში ცხოვრობს. მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ჩვენ, ევროკავშირი, თქვენს გვერდით ვდგავართ და თქვენი მუშაობის მნიშვნელობა გვესმის. თქვენ მთავარი ძალა ხართ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით. ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლიდან დაწყებული, თქვენს ქვეყნებში მედია გარემოს გაუმჯობესებით დამთავრებული, ყველა ეს პრობლემა უკვე ერთ თვეში სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება. ჩვენ 20 კონკრეტულ წინადადებას წარვადგენთ, რომელიც 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს. ეს ამბიციური პროგრამაა და მისი განხორციელებისთვის თქვენი დახმარება, თქვენი მუშაობა დაგვჭირდება. დაგვჭირდება ერთობლივი მუშაობა, იმისათვის, რომ ყველა ეს გეგმა რეალობად ვაქციოთ. ჩვენ პარტნიორები ვართ და ერთმანეთს ვჭირდებით, იმისათვის, რომ საერთო მიზნებს მივაღწიოთ. თქვენ გჭირდებით, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა შედგეს“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)