|
2017-10-26 11:39:11, 2423 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის უშიშროების სამსახური: ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობა იგეგმებოდა
აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა რელიგიური ექსტრემისტების ჯგუფი გაანადგურა, რომლებიც ბაქოში, ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც MeydanTv იუწყება. უწყებამ დაადგინა, რომ დაჯგუფება უცხოეთში მოქმედ ორგანიზაციას ექვემდებარებოდა. მას აზერბაიჯანის მოქალაქე ბახტიარ ალეკბეროვი ხელმძღვანელობდა. ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაჯგუფების წევრებმა შეიძნეს კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასრროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. „აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ბაქოში, მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. 25 ოქტომბერს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ბახტიარ ალეკბეროვი, ანარ მასიმლი, ჯავიდ ჰუსეინლი, რომლებმაც სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ადგილზე გაანადგურა“, - ნათქვამია სახელმწიფო უშიშროების სამსახური.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)