|
2017-10-25 17:32:10, 2672 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში, „თეგეტა მოტორსმა“ ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თეგეტა მოტორსმა“ ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა. ობიექტზე წარმოდგენილია მხოლოდ სპეცტექნიკის ნაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, საბურავები, აკუმულატორები, დამატებითი მოწყობილობები და სხვა აქსესუარები. როგორც ”თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მშვილდაძემ განაცხადა, ახალი სპეციალიზებული მაღაზიების გახსნა კიდევ იგეგმება. ”ეს სპეციალიზებული მაღაზიაა. ჩვენი მომხმარებელი სხვადასხვა ობიექტებზე იღებდა ასეთ მომსახურებას, მაგრამ იქ იყო უფრო შერეული. მომხმარებლის მოთხოვნას გაგებით მოვეკიდეთ, გავხსენით სპეციალიზებული მაღაზია და ვფიქრობ, რომ წარმატებული ობიექტი იქნება. კიდევ ვაპირებთ რამდენიმე სპეციალიზებული მაღაზიის გახსნას, დიღმის ტერიტორიაზე, ”პეპელაზე”, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ. "თეგეტა მოტორსის" სპეცტექნიკის მიმართულების ხელმძღვანელის კახა ბერიძის განცხადებით, სპეცტექნიკის მაღაზიაში მომხმარებელს პროდუქციის სრული ასორტიმენტის დათვალიერების შესაძლებლობა აქვს. "ჩვენ დღეს გავხსენით ცალკე ობიექტი. მაღაზია სპეცტექნიკის მომხმარებლებისთვის, რაც ითვალისწინებს ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნას. ეს მაღაზია გამიჯნული არის სატვირთო და მსუბუქი ავტომობილის ნაწილებისგან. მომხმარებელს შეუძლია ჩვენი პროდუქციის სრული ასორტიმენტი ამ ერთ მაღაზიაში დაათვალიეროს. პროდუქციის ასორტიმენტს რაც შეეხება, აქ გვაქვს წარმოდგენილი წამყვანი ბრენდები "ჯეისიპი კომოცო", "ჰიუნდაი" და ასევე ალტერნატიული ნაწილები. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ორიგინალი ნაწილები, ასევე ალტერნატივები",-განაცხადა ბერიძემ. "თეგეტა მოტორსმა" აღნიშნულ სეგმენტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, გადაწყვიტა, ცალკე მაღაზიაში წარმოედგინა ნებისმიერი კატეგორიის სპეცტექნიკის როგორც სათადარიგო ნაწილები, ასევე სხვა აქსესუარები. აქ მომხმარებელს დახვდება მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორც ორიგინალი, ისე ალტერნატიული და ბიუჯეტური პროდუქცია. მაღაზია მოემსახურება, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. (NS)
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)