10:41 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 16:01:44, 1991 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში „OECD EURASIA WEEK“-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მუსტაფა მასტურს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ის ხარისხი, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, ავღანურმა მხარემ გამოთქვა დიდი ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ან ამჟამად მიმდინარეობს, მათ შორის, დიდი ყურადღება გამახვილდა საგადასახადო ადმინისტრირებისა და მმართველობით რეფორმაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს დიდი ინტერესი, რათა თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს. აღინიშნა, რომ ავღანეთის დელეგაცია თბილისს მიმდინარე წლის ნოემბერში ეწვევა, რომლის დროსაც, მონაწილეობას მიიღებს თბილისის საერთაშორისო ფორუმში „Tbilisi Belt and Road forum 2017”.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე. 

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics