00:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 22:01:24, 408 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: პრეზიდენტის ჩართულობა სამთავრობო ცვლილებებში აუცილებლობა არ იყო

„კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტის ჩართულობა სამთავრობო ცვლილებებში აუცილებელი არ იყო“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

კალაძის თქმით, პრეზიდენტი   სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით  „საქმის კურსში“ იყო.

„კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტის ჩართულობა  სამთავრობო ცვლილებებში  აუცილებელი არ იყო. ჩვენ დღეს ახალ რეალობაში გვიწევს მოღვაწეობა, კონსტიტუციით პირდაპირ არის გაწერილი, რომ მთავრობის დაკომპლექტებას უშუალოდ ხელმძღვანელობს  პრემიერ-მინისტრი.  პრეზიდენტი „საქმის კურსში“ იყო განხორციელებულ  ცვლილებებთან დაკავშირებით.  პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ერთი კვირით გადადო პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი, ეს იყო  პრეზიდენტის უფლებამოსილება , მან ეს უფლებამოსილება გამოიყენა  და ამაში რაიმე  გარკვეულ პრობლემას ან უთანხმოებას ვერ ვხედავ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics