|
2017-10-25 11:44:26, 2397 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი კიევში მიმდინარე აქციას შეუერთდა და კარავში დასახლდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში, უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა და კარავში დასახლდა, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის ბოლომდე ბრძოლას აგრძელებს. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აქციაზე თბილი სამოსი მიიტანა. მედია საშუალების ინფორმაციით, კარავთან რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, დაცვა დგას და შიგნით არავის უშვებს. სააკაშვილის თქმით, კარავში სამუშაო თათბირები იმართება. ის ასევე ლვოვის მერს და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ელოდება. კიევში, უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია, რომელიც სააკაშვილის მიერაა ორგანიზებული 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები პარლამენტისგან დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. ადგილზე რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც 11 აქტივისტი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციული ოქმების შედგენის შემდეგ გათავისუფლდნენ. ამ დროისთვის, პარლამენტთან 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მათ 60 კარავი გაშალეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)