|
2017-10-25 11:17:35, 2224 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: კიევში მიმდინარე აქციებს საქართველოს მოქალაქეები აფინანსებენ
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, კიევის ცენტში მიმდინარე აქციებს საქართველოს მოქალაქეები აფინანსებენ, - ამის შესახებ 112UA იუწყება. როგორც ლუცენკომ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული ფინანსები უკრაინაში კერძო თვითმფრინავებით გადააქვთ. მანვე დასძინა, რომ მომიტინგეების ნაწილი აქციაში მონაწილეობისთვის ფულს იღებს. „ჩემი ინფორმაციით ეს ადამიანები ყიდულობენ იარაღს. უფრო მეტიც, ერთ-ერთ დღეს ეროვნულმა პოლიციამ მიტინგის დღეს იპოვა ორი სამალავი, სადაც იარაღი იყო შენახული. ასევე დავაკავეთ რამდენიმე პირი. ეს ექსტრემისტები იარაღს ყიდულობდნენ. როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი პოსტს იკავებდა, მან 20-მდე ადამიანის ბინადრობის საბუთი მისცა, იმისათვის, რომ დამატებითი მხარდაჭერა ჰქონოდა. მათი ნაწილი საკაშვილის დაცვაში მუშაობდა, ზოგი პირადი მძღოლი იყო“, - განაცხადა ლუცენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)