|
2017-10-21 20:50:51, 1943 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე: ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, ეს სულისკვეთება საარჩევნო კამპანიის დროს იგრძნობოდა
კახა კალაძემ საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს და გუნდს მადლობა უხდის და აღნიშნავს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. „ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა, პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დათვლის ხმებს და ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები. თუმცა, ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის პროცესში გვქონდა შეხვედრები. ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში. იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა“, - აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი. მისი თქმით, ერთიანი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ დედაქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ხვალ იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, ეკოლოგიურად სუფთა. სადაც ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი. ასევე ვიზრუნებთ ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე. ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად მადლობა გადაუხადა ოპონენტებსაც, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში. „ეს ძალიან დიდი, თავდაუზოგავი შრომა იყო, თუმცა უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი და უფრო მეტი შრომა მოგვიწევს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება მოგვარება, შესაბამისად, ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებზე, იმ ტკივილზე და რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)