|
2017-10-21 18:45:38, 1804 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი: თამარ ჟვანია საუბნო კომისიებში მიმდინარე დარღვევებზე დანაშუალებრივი გულგრილობით რეაგირებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. როგორც ბეჟაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დარღვევები ამომრჩეველთა აღრიცხვას და მათი ნების გამოხატვას ეხება. „ქალბატონი თამარ ჟვანია დანაშაულებრივი გულგრილობით რეაგირებას არ ახდენს საუბნო კომისიებში მიმდინარე ტოტალურ დარღვევებზე, რომელიც ეხება ამომრჩეველთა აღრიცხვას და მათი ნების გამოვლენის იდენტიფიკაციას. ეს დარღვევები კვლავ გრძელდება მიუხედავად რამდენიმე ათეული საჩივრისა, რომელიც უკვე დაწერილია ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საბურთალოს მეცამეტე უბანზე კომისიის წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მითითებას აძლევდა, თუ როგორ უნდა მოეხდინა აღრიცხვა და ამის დამამტკიცებელ ვიდეო მასალას წარმოგიდგენთ მოგვიანებით. ასევე ტენდენცია მიიღო და გამოვლინდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფი ამომრჩეველი, რომელმაც უკვე დღის განმავლობაში არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, საღამოს პერიოდში კვლავ მიდის უბანზე და განმეორებით აძლევს ხმას. ასეთი ფაქტი დადგენილი არის კრწანისის მეოთხე საუბნო საარჩევნო კომისიაში. სულ კრწანისში ასეთი 42 პირია იდენტიფიცირებული. ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც წესით და კანონით საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე არ უნდა ყოფილიყო გადასატან საარჩევნო ყუთში და ისინი ცდილობენ განმეორებით მიაღებინონ ამ ადამიანებს მონაწილეობა. ასევე გლდანის მეათე ოლქში, 23-ე უბანზე დაფიქსირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველი, რომელმაც გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და საღამოს მიიყვანეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ხმის მისაცემად. ჩვენი დამკვირვებლების ძალისხმევით არ მოხდა მისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მეორედ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა“,-განაცხადა ბეჟაშვილმა. ამასთან, ბეჟაშვილის თქმით, თელავში პირი, რომელიც თავს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორად ასაღებდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აღნოჩნდა. „ გვინდა გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ახდენდნენ ზეგავლენას ამომრჩეველზე თელავის ტერიტორიაზე. ჩვენი მონაცემებით გადამოწმდა და ის ადამიანი, რომელიც ასაღებდა თავს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორად ჰქონდა შესაბამისი სია, აღმოჩნდა რომ არის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი“,-დასძინა ბეჟაშვილმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)