|
2017-10-21 16:20:40, 2086 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ ცესკო-სთან გამაფრთხილებელ აქციას მართავს
„პატრიოტთა ალიანსი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამაფრთხილებელ აქციას მართავს. როგორც ალიანსის რეგიონული სამსახურის უფროსმა კახაბერ ღირსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. ამიტომ, ღირსიაშვილი ცესკო-ს მოუწოდებს, გაყალბება არ დაუშვას: „ჩვენ გვაქვს უტყუარი დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ მზადდება გაყალბება. უნდა დაუწერონ ბოკერიას და მის პარტიას ის პროცენტი, რომელსაც ის არ იმსახურებს. მოვედით და ვაფრთხილებთ ცესკო-ს, „პატრიოტთა ალიანსი არ დაუშვებს მსგავს რამეს. ხელისუფლება რასაც ეტყვის ცესკოს, იმას გააკეთებს ცსკო. ჩვენთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვინც იბრძოდნენ, დღეს ისინი ძალიან ბევრნი არიან ხელისუფლებაში, გვაქვს უტყუარი დამადასტურებელი ინფორმაცია“,-აღნიშნა კახაბერ ღირსიაშვილმა. თუმცა მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. აქციის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციას წითელი ბარათები უჩვენეს.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)