|
2015-05-02 15:14:39, 589 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი მივიდა. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი პრემიერთან ახალ ამპლუაში პირველ შეხვედრას გამართავს. მისივე თქმით, იგი ღარიბაშვილთან შეხვედრამდე თავდაცვის უკვე ყოფილ მინიტრს მინდია ჯანლეიძეს შეხვდა და მასთან მიმდინარე საკითხები განიხილა. „ახლა ვესაუბრე მინდია ჯანელიძეს. მთელი დილა ჩვენ ერთად ვიყავით და შესაბამისად მეტნაკლებად პირველი სურათი ყოფილი მინისტრისგან და ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელისგან მე უკვე მაქვს. მოვედი პრემიერთან საუსაუბროდ ყველა იმ თემაზე, რაც დღეიდან და გუშინდელიდან სამინისტროში უკვე ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს კონკრეტულ თემებზე და ბუნებრივია, პრემიერთან ერთად უნდა გავიარო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები, რომ დილიდან გავივლიდი ბატონ მინდიასთან სასწრაფო საკითხებს, დაგეგმილ ვიზტებს და ასე შემდეგ. ხოლო ამის შეემდეგ როგორც კი დავასრულებდი მოვიდოდი პრემიერთან. ახლა ველაპარაკე ირაკლი ღარიბაშვილს და მითხრა, რომ გიგლა აგულაშვილიც აქ არის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. კითხვაზე აპირებს თუ არა პრემიერი ღარიბაშვილი პრეეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ რომელიმე მინისტრის შეცვლას, ხიდაშელის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)