|
2017-10-21 10:10:15, 2061 ნახვა
პოლიტიკა
„ქალაქში სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს“ - კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა N64 საარჩევნო უბანზე, დილის ათ საათზე მისცა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქალაქი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი მოწესრიგებული, არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება და იგრძნობოდეს სიცოცხლე: „მე გავაკეთე არჩევანი, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება, ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე, მჯერა, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“,-განაცხადა კახი კალაძემ. შეგახსენებთ, ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)