|
2017-10-20 19:30:54, 1995 ნახვა
პოლიტიკა
კენჭისყრის დღეს 3 644 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. კენჭიყრის დღეს 3644 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი, მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე, ხოლო კენჭისყრა ტარდება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. საერთო ჯამში 9 546 450 ბიულეტენია დაბეჭდილი. 21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის ბიულეტენი: ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 ათასზე მეტი წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 ათასზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)