|
2017-10-20 13:45:55, 2136 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ, ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 110 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ, მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 110 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით 24 პროვინციაში ტარდება. სამართალდამცველების თქმით, ოპერაცია მიმართულია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ქსელის ფინანსური სტრუქტურის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ამ დროისთვის, 50 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, 150 ათასი საჯარო მოხელე კი, სამსახურიდან დაითხოვეს. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა. ანკარა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და აშშ-ისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)