|
2017-10-19 11:47:13, 1947 ნახვა
პოლიტიკა
მამიკინსი: ადრე თუ გვიან, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება
"ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ანდრეს მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მაღალი დონის ვიზიტებსა და ევროპელ ლიდერებთან ინტენსიურ კონტაქტში გამოიხატება და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის. ამ მხრივ მამიკინსმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, გერმანიაში ჩატარებული არჩევნებიდან მოკლე პერიოდში, "ყველა ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ თქვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში და ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით", - განაცხადა მამიკინსმა. ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით ევროპული ინტეგრაცია დადებით როლს შეასრულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში. „მე და ჩემმა კოლეგამ ქლეარ მუდმა არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა და მკაფიო გზავნილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება", - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა. მისი აზრით რეინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რომელიც ხელმისაწვდომია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის.
(NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)