10:35 - 05 Jul, 2026
|
2017-10-18 20:55:57, 2901 ნახვა
მსოფლიო
მერილენდის შტატში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ამერიკის შტატ მერილენდში სროლა იყო, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ FOX News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ ბალტიმორში მოხდა. ინციდენტის შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიის ცნობით, გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც მაღაზიის თანამშრომლები არიან. სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ის 37 წლის რადი ლაბებ პრინსია. მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გასვლისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თავდამსხმელი შეიარაღებულია და სახიფათოა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)