|
2017-10-18 19:01:34, 2564 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში 10 ექსტრემისტი დააკავეს, რომლებიც მეჩეთსა და ხელისუფლების პირებზე თავდასხმებს გეგმავდნენ
საფრანგეთში, პოლიციის ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა 10 მემარჯვენე ექსტრემისტი დააკავა, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ექსტრემისტები პარიზის გარეუბანში და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს. მედიის ცნობით, ისინი პოლიტიკოსებსა და მეჩეთზე თავდასხმებს გეგმავდნენ. როგორც DW წერს, დაკავებულები 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. მათ შორის ერთი გოგოა. გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილების პოტენციური მსხვერპლები შესაძლოა საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი კრისტოფ კასტანერი და მოძრაობის "დაუმორჩილებელი საფრანგეთი" ლიდერი და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე ჟან-ლუკ მელანშონი გამხდარიყვნენ. თავდასხმა მზადების პროცესში იყო. მედია იტყობინება, რომ დაკავებულები ასევე მეჩეთებში მიგრანტებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ისინი სავარაუდოდ მონარქისტულ ნაციონალისტურ ორგანიზაციის "ფრანგული მოქმედება" აქტივისტთან არიან დაკავშირებული, რომელიც ივლისში დააკავეს. დაკავებული აქტივისტი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ მხარს უჭერს ტერორისტ ბრეივიკს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)